სარედაქციო პოლიტიკა
ყველა სტატია გამოქვეყნებამდე რამდენიმე ეტაპს გადის: ავტორი წერს, რედაქტორი ამოწმებს შინაარსსა და ფაქტებს, ენობრივი რედაქტორი — ქართულ ენას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებს, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი გადახედავს.
წყაროები
ვეყრდნობით სამეცნიერო კვლევებს, სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და სპეციალისტების აზრს. წყაროებს სტატიის ბოლოს ვუთითებთ.
განახლება და შესწორებები
სტატიებს პერიოდულად ვამოწმებთ და ვაახლებთ. ბოლო განახლების თარიღი ყველა სტატიაშია მითითებული. თუ შეცდომას შეამჩნევთ, მოგვწერეთ: გავასწორებთ და, საჭიროების შემთხვევაში, ამას სტატიაშივე აღვნიშნავთ.
რეკლამა და დამოუკიდებლობა
რეკლამის განმთავსებლები და პარტნიორი ბრენდები ჩვენს შეფასებებსა და დასკვნებზე გავლენას ვერ ახდენენ. სარეკლამო მასალა ყოველთვის აღნიშნულია წარწერით „სარეკლამო მასალა“.
სამედიცინო ინფორმაცია
კოსმეტიკური საშუალება წამალი არ არის და მას სამკურნალო საშუალებად არ წარმოვადგენთ. თუ პრობლემა სერიოზულია ან არ გადის, მიმართეთ ექიმს.