შეფასების მეთოდოლოგია
ყველა მიმოხილვაზე მითითებულია, რას ეფუძნება შეფასება:
- რედაქციამ გამოსცადა — პროდუქტს ჩვენი გუნდის წევრი იყენებდა მითითებული პერიოდის განმავლობაში.
- შემადგენლობის ანალიზი — პროდუქტი არ გამოგვიცდია; ვაფასებთ შემადგენლობას, ფასს და არსებულ მტკიცებულებებს.
- სპეციალისტმა გადახედა — შეფასება შეამოწმა შესაბამისი სფეროს სპეციალისტმა.
- მწარმოებლის ინფორმაცია — მოცემულია მწარმოებლის მონაცემები, ჩვენი დამოუკიდებელი შემოწმების გარეშე.
ჩვენი შეფასება: 10-ქულიანი სისტემა
საერთო ქულა ხუთი კრიტერიუმის შეწონილი საშუალოა:
- შემადგენლობა — 25%
- შედეგის მტკიცებულება — 25%
- ფასი და ხარისხი — 20%
- მოხმარების სიმარტივე — 15%
- შეფუთვა — 15%
საერთო ქულას მხოლოდ მაშინ ვაქვეყნებთ, როცა ხუთივე კრიტერიუმი შეფასებულია. მანამდე მიმოხილვაზე წერია „შეფასება მზადდება“.
ფასები
ფასს ყოველთვის შემოწმების თარიღით ვუთითებთ, რადგან ის იცვლება. სხვადასხვა ზომის პროდუქტების შესადარებლად ვითვლით 100 მილილიტრის ან 100 გრამის ფასს.
რას არ ვაკეთებთ
არ ვაქვეყნებთ გამოგონილ ტესტებსა და შეფასებებს. ბრენდი ქულას ვერ იყიდის.